Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - ზედნადები

 

Перевод с грузинского языка ზედნადები на русский

ზედნადები

მთოვარის განახლების საცნობელად მოპოვებული რიცხჳ, основание в пасхалии, ათცხრამეტურისა, რამეთუ მთოვარის მოქცევი არს 19 წელიწადი (იხილე ქრონიკოს), ხოლო მთოვარის განახლებიდამ მეორეს განახლებადმდე განვლის 29½ დღე, ანუ რაოდენითამე ჟამითა მეტნაკლები და ვინათგან: 1) თჳთოეულსა წელიწადსა აქუს 365 დღე და უკეთუ განამრავლო 29½ რიცხუსა ზედა 12 თთვეთასა, მაშინ დადგების 354 და ეს გამოსთუალო 365-დამ, დაშთება კუალად 11, მაშინ მთოვარე განახლდება თჳთოეულს წელიწადს 12 ჯერ, და კუალად დაშთება 11 დღე. ამას ეწოდების ზედნადები. ამას მეორეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 22. მესამეს წელიწადს კუალად 11, შეიქმნება 33. აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 3, რომელიც იქმნება მესამის წლის ზედნადები. ამ 3-ზედ, მესამეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 14 ზედნადები და ესრეთ აღირიცხება შემდგომითი შემდგომად, ესრეთ რომელ უკეთუ ზედნადები გარდასცილდეს 30, მაშინ ეს 30 გაუქმდების და დანაშთენი მისი იქმნება ზედნადები. 2) 19 წელიწადში ერთხელ 11 დღის მაგიერ დაერთვის 12. ესე არს გასასწორებლად მომატებულთა დღეთა ნაკისათა და მთოვარის მობრუნებისათა, რამეთუ 29½ დღეს გარდა კუალად რაოდენიმე ჟამი მეტნაკლებია. 3) უადვილეს დასანახავად ზემოთქმულისა დაერთვის აქა 19 წლის ტაბლიცა 1827 წლითგან ქრისტესით, სადაცა მეათექუსმეტესა წელსა 1842 ზედნადებზედ 26 დაერთვის 12, შეიქმნება 38, აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 8 ზედნადები მეათშვიდმეტის 1843 წლისა (ტაბულა ნახე).

ესე არს ათცხრამეტური მთოვარის მოქცევისა, რამეთუ ნიადაგ ცხრამეტ წელიწადში ამავე რიგით მობრუნდება შეუცვალებელად და უკეთუ გენებოს, 1845 წელთა მიათუალე 19, რომელიცა იქმნება 1846-დამ ვიდრემდე 1864-დმდე და იგინი დასხენ ამ ტაბლიცაში დასხმულთა წელიწადთა მაგიერ. ათცხრამეტური და ზედნადები ისევ ისინი დაშტებიან შეუცვალებლად და ესრეთ შემდგომითი შემდგომად.

ხოლო მთოვარის განახლების ანგარიში, რადგანც დაბეჭდილის დაბადების ბოლოს ვრცლად არის განმარტებული და საქართველოში მრავალთ იციან ზეპირად, ვიდრეღა უწიგნობათაცა, ამად არა შემოიტანების აქა. მხოლოდ ესე არს კუალად სათქმელი, ვითარმედ ვითარმედ მთოვარის ანგარიშსა შინა ზედნადებს დაერთვის კუალად ორი რიცხჳ: 1. ჰქვიან ნიადაგი და 2. თთვისთავი (ნახე თჳსთა ადგილთა).

Рейтинг статьи:
Комментарии:

См. в других словарях

1.
  накладная ...
Грузинско-русский словарь

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины